HTML hit counter - Quick-counter.net
Son Dakika
22 Temmuz 2018 Pazar
bektas
ert

ბათუმს სამხედრო წვრთნებში მონაწილე გემები სტუმრობენ

30 March 2018 Friday, 20:49
erdogan sahin sport

ბათუმს სამხედრო წვრთნებში მონაწილე გემები სტუმრობენ

დღეს დილით ბათუმის მეათე ნავმისადგომში ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის ორი სამხედრო გემი ‘TCG FATiH’ და ‘TCG VOLKAN’ შემოვიდა. დახვედრის ცერემონიას ბათუმის პორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ესწრებოდა.

თურქული სამხედრო ხომალდები ბათუმს „ზღვის ვარსკვლავი 2018“- ის წვრთნების ფარგლებში ეწვია. თურქულ ხომალდებს ვიცე-ადმირალი ჯემალ ოზდენ იაზიჯიოღლუ ხელმძღვანელობს.

30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით თურქული ხომალდები საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი ერთეულების მონაწილეობით ერთობლივ საზღვაო მანევრებს გამართავენ.

ვიზიტის პერიოდში მოქალაქეებს სამხედრო ხომალდების დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ. დაგეგმილია კულტურული და სპორტული ღონისძიებები. თურქული ხომალდების ეკიპაჟის წევრებსა და სანაპირო დაცვის მოსამსახურეებს შორის გაიმართება ამხანაგური მატჩი ფეხბურთში.

ერთობლივი საზღვაო წვრთნების გამართვის მიზნით, „ზღვის ვარსკვლავი 2018“ წვრთნების ფარგლებში თურქული ხომალდები საქართველოს უკვე მესამეჯერ სტუმრობენ.

ოფიციალური დახვედრის შემდეგ, სამხედრო ხომალდების ეკიპაჟის ხელმძღვანელ პირებს ზურაბ პატარაძემ მთავრობის აპარატში უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო-თურქეთი გამოირჩევა აქტიური თანამშრომლობით როგორც კულტურულ-ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

თურქეთ-საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნების „ზღვის ვარსკვლავის“ ფარგლებში ეს თურქეთის სამხედრო ხომალდების რიგით მე-3 საპორტო ვიზიტია ქ. ბათუმში.

Deniz Yıldızı-2018 Tatbikatı kapsamında T.C. Deniz Kuvvetleri Komutanlığına ait TCG Fatih Firkateyni ve TCG Volkan Hücumbotu Batum Limanı’na ulaşmıştır. Karşılama törenine Acara Hükümet Başkanı Zurab Pataradze, Batum Belediye Başkanı Laşa Komakhidze ve Sahil Güvenlik Komutanı Temur Kvantaliani de katılmışlardır. 30 Mart-01 Nisan 2018 tarihleri arasında Batum’da bulunacak olan gemiler limandan ayrılmalarının ardından 02 Nisan 2018 tarihinde Gürcistan Sahil Güvenlik gemileri ile PASSEX eğitimi icra edilecektir.

Gemiler 30 Mart-1 Nisan 2018 tarihlerinde 10:00-12:00 ve 14:00-16:00 saatleri arasında ziyarete açık olacaktır.

haber 3haber 2haber 4haber1

Yorum yazın...

Your email address will not be published. Required fields are marked *

Currency by Boom.ge