HTML hit counter - Quick-counter.net
Son Dakika
19 Ekim 2018 Cuma

თურქეთში ყოფნის ვადასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბარათი

09 January 2018 Tuesday, 18:50
erdogan sahin sport

თურქეთში ყოფნის ვადასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბარათი
თურქეთის „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ„ N:6458 კანონის 11 მუხლის თანახმად „ვიზით ან უვიზო რეჟიმით უზრუნველყოფილი თურქეთში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში„ 19 მუხლის თანახმად კი „თურქეთში ვიზით ან უვიზოდ ნებადართულ ვადაზე ან 90 დღეზე მეტი ხნით ყოფნის საჭიროების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის აღება სავალდებულოა„.
ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლის ბაზაში არ დაფიქსირება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ქვეყანაში შესვლა-გამოსვლას, ბინადრობის ნებართვის გარეშე 365 დღის განმავლობაში თურქეთში ყოფნა – შესაძლოა გახდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი. აღნიშნულის ფარგლებში, 2018 წ. 1 იანვრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმავე დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში დაფიქსირებული იქნება 1 დღის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება თურქთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ (180 დღის განმავლობაში 90 დღე), შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება.

თურქეთში ყოფნის ვადასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბარათი

Yorum yazın...

Your email address will not be published. Required fields are marked *

Currency by Boom.ge